სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, 19 წლის ბიჭი დააკავა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, დაკავებულია 19 წლის მამაკაცი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის აპრილში, ბრალდებულმა, გამოგონილი სახელით სოციალური ქსელ FACEBOOK-ის საშუალებით 13 წლის გოგო გაიცნო. გაცნობიდან მალევე, მათ შორის მიმოწერამ მიიღო ინტენსიური ხასიათი, ისინი ყოველდღიურად საუბრობდნენ ერთმანეთთან Facebook/Messenger-ის ვიდეოზარების საშუალებით, რა დროსაც ბრალდებულმა დაშინებით და შანტაჟის გზით, დაზარალებული აიძულა მის წინაშე გაშიშვლებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენებით დაემუქრა.
„2024 წლის მაისში, ბრალდებულმა არასრულწლოვანი დაზარალებულის 17 წლის დას და მამინაცვალს 13 წლის გოგოს ინტიმური შინაარსის ვიდეო-ფაილები გადაუგზავნა. ასევე, დაზარალებულის დასაც მოსთხოვა მის წინაშე გაშიშვლება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაზარალებულის ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერების გასაჯაროებით დაემუქრა. უარის მიღების შემდეგ ბრალდებულმა სოციალური ქსელ FACEBOOK-ში გამოაქვეყნა დაზარალებულ არასრულწლოვანთან ვიდეოზარებით კომუნიკაციისას გადაღებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები.
დაზარალებული არასრულწლოვანის დედის მომართვის შემდეგ, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება მყისიერად წარმართა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას მის მობილურ ტელეფონში, ნანახი იქნა 13 წლის გოგოს ინტიმური ხასიათის ვიდეოჩანაწერები, რომლებიც მტკიცებულების სახით იქნა ამოღებული.
ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სიახლეები
- “2002 წელს ნებაყოფლობით მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რის შესახებაც არ აცნობა უკრაინის შესაბამის ორგანოებს” – ზელენსკიმ მიტროპოლიტ ონუფრის უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა
- “უკვე მივხვდი, რომ ის, რასაც ჩვენი სამართალი და ევროპული კონვენცია ეფექტურ კონტროლს ეძახის, თქვენ, „გაგნებაში არ ხართ“ რას ნიშნავს – შს მინისტრმა ეფექტური კონტროლი რა არის, მინიმუმ უნდა იცოდეს” - თეა წულუკიანი გიორგი გახარიას
- “ძალიან კი გინდათ, რომ გავიქცე, მაგრამ ვერ მოესწრებით!” - გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის წევრებს
- პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, რომლითაც მარიხუანასა და მცენარე კანაფთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მკაცრდება
- “პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა ყველა სხდომა არასაპატიო მიზეზით გააცდინეს, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს” – პაპუაშვილი