აქციაზე დაკავებული გურამ ადამია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა
„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გურამ ადამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა და მას სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.
გურამ ადამიას გამოძიება წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
IT სპეციალისტი გურამ ადამია პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 13 მაისს დააკავეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს.
იმავე საღამოს, პროპაგანდისტულ მედიებში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს გურამ ადამია, რომელსაც ორმაგი, საქართველოს და მოლდოვის მოქალაქეობა აქვს, საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩამოვიდა.
სოხუმიდან დევნილ გურამ ადამიას მოლდოველი დედა ჰყავს, ის 2011 წლიდან საქართველოში ცხოვრობს და არც ახლა აპირებს საცხოვრებლად სხვაგან წასვლას.
სიახლეები
- “როდესაც დავინახავ მომენტს, რომ შეთანხმებას ვერ ვაღწევთ, ძალიან მკაცრები ვიქნებით, ეს შეიძლება ორივე ქვეყანა იყოს, ორია საჭირო ტანგოსთვის - გვერდში ვუდგავარ უკრაინას, მხარს ვუჭერ მკვლელობების შეჩერებას” - დონალდ ტრამპი
- “ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” - დონალდ ტრამპი
- დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორად ირაკლი ფურცელაძე დაინიშნა
- “ჩემს გარეშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა, როგორი უმადურობაა” - მასკი
- “მარტა კოსის განცხადებაზე: საქართველოს ხელისუფლებას დაბრალდა, თითქოს ჩვენ გავაჩერეთ რაღაც პროცესი, რომელიც დაწყებულიც არ ყოფილა, ახლა ისევ ევროკომისიიდან გვესმის, რომ თურმე მათ დავუსჯივართ” - მაკა ბოჭორიშვილი