მთავრობა მიწის კოდექსზე მუშაობს-სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავება შეიძლება სავალდებულო გახდეს
საქართველოს მთავრობა მუშაობს მიწის კოდექსის პროექტზე, რომლის პარლამენტისთვის წარდგენაც მიმდინარე საშემოდგომო სესიაზე განიხილება.
როგორც პარლამენტის 2024 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებულ საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული, მიწის კოდექსის შემუშავება განპირობებულია იმით, რომ მიწის კანონმდებლობა არ არის სისტემატიზებული, მიწასთან დაკავშირებული საკითხები დაქსაქსულია და მოწესრიგებულია სხვადასხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, რაც ართულებს მიწასთან დაკავშირებული რეგულაციების აღქმადობას.
„გარდა აღნიშნულისა: სხვადასხვა კანონში ტერმინები სხვადასხვაგვარად არის განმარტებული და ურთიერთშეუსაბამოა. საკანონმდებლო აქტები მიღებულია სხვადასხვა წლებში და არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა შინაარსობრივად ერთგვაროვან საკითხებზე;
არსებული საკანონმდებლო აქტების აღსრულება წარმოადგენს სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოების კომპეტენციას, ცალკეულ შემთხვევებში მკვეთრად არ არის გამიჯნული კომპეტენციები ან ბუნდოვანია რომელ უწყებას ექვემდებარება საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური უწყება, რომელიც ნიადაგის მიხედვით დაადგენს მიწის მიზნობრივ დანიშნულებას და კატეგორიას;
არ არსებობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულებით შეცვლის შემთხვევაში, მიწის საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის მკაფიო კრიტერიუმები, რომელიც დაეფუძნება ნიადაგის შეფასებას, მოსავლიანობას, მიწის ნაკვეთის ღირებულებას და ა.შ;
მიწის დანიშნულების და კატეგორიის დადგენის მიზნით, გამოიყენება საბჭოთა პერიოდის მიწათსარგებლობის გეგმები, რომლებიც მოძველებულია და არ ასახავს ადგილზე დღეს არსებულ მდგომარეობას. ეს გეგმები არ ახლდება და საკანონმდებლო აქტით არ არის დადგენილი უწყება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ საკითხზე;
წყლის ფონდის, წიაღის და მიწაზე კერძო საკუთრების საკითხების საკანონმდებლო მოწესრიგება რიგ შემთხვევაში, ბუნდოვანია;
არ არსებობს მიწის საბაზრო ღირებულების შეფასების ერთიანი სისტემა;
არ არის დადგენილი მესაკუთრის ვალდებულება, დაამუშაოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;
არ არის დადგენილი ეფექტური საკანონმდებლო მექანიზმი მიწათსარგებლობაზე სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ზედამხედველობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მიწასთან დაკავშირებული საკითხები (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც, თავისი არსით მიზანშეწონილია, ან კონსტიტუციიდან გამომდინარე, სავალდებულოა, რომ ცალკე საკანონმდებლო აქტებით რეგულირდებოდეს) მოწესრიგდეს ერთიანი, სისტემატიზებული საკანონმდებლო აქტით, რომელშიც თავს მოიყრის ყველა ის მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც მიწის შენარჩუნებასა და გამოყენებას, სამართალურთიერთობებში ყველა პირის უფლება-მოვალეობებსა და ადმინისტრაციული ორგანოს კომპეტენციას განსაზღვრავს,“ - წერია გეგმაში.
სიახლეები
- ,,რომეო მიქაუტაძეს ჩამოერთვა ძვირადღირებული საათები, ოქროს ზოდები, მონეტები, ბინა ესპანეთში” – ირაკლი მარშანია
- ,,შარშან მივწერე ევროკავშირის ელჩს – ფაქტები გავუზიარე, როგორ იყენებდნენ ზიზღის ენას ევროკავშირის დაფინანსებული NGO-ები პარლამენტის წევრებზე"- შალვა პაპუაშვილი
- ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ადამიანი დაიღუპა
- „როგორც განვითარდა ნარატივი ყულევის პორტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რამხელა ინტერესი არსებობს საქართველოს წინააღმდეგ”- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,მთლიანად დოკუმენტი არის ცილისწამება, თავადვე აღიარეს, რომ ჭორებზეა დაფუძნებული"- შალვა პაპუაშვილი