აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა
,,აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავი და უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებს და კერძო პირებს სავიზო შეზღუდვები დაუწესა”, – ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში წერია, შეერთებული შტატები მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ პარტიის მიმდინარე სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის აქციის მონაწილეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ.
„ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, რომელსაც ქართველი ხალხის უმრავლესობა მხარს უჭერს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. ჩვენ ვალდებული ვართ, უზრუნველვყოთ, რომ მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ან თანამონაწილეობენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დაექვემდებარებიან სავიზო შეზღუდვას.
აშშ ამზადებს დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს, რათა პასუხი აგონ მათ, ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას. საქართველოს ხალხთან ერთად, ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ძლიერი, აყვავებული და დემოკრატიული საქართველო, რომელიც მყარად იქნება ინტეგრირებული ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. ჩვენი დღევანდელი ქმედებები აჩვენებს აშშ-ის მტკიცე გადაწყვეტილებას და ემატება ადრე გამოცხადებულ ზომებს, რომლებიც შეეხო „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ 100-ზე მეტ პირსა და მათი ოჯახის წევრებს“, – წერია განცხადებაში.
სიახლეები
- გიგა ბოკერია წულუკიანის კომისიაზე მისვლას არ აპირებს
- “ბოკერია, რამიშვილი, კანდელაკი, თაქთაქიშვილი... სანამ დავიბარებთ, თავად მობრძანდნენ” - წულუკიანი კომისიაზე
- მასკი ტრამპის დიდ საგადასახადო შეღავათებს „ამაზრზენ საზიზღრობას“ უწოდებს
- “დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ვითარება შეიცვლება და ევროკავშირი იმ სტანდარტს დაუბრუნდება, რასაც ევროპული სტანდარტი ჰქვია” - გიორგი ვოლსკი შალვა პაპუაშვილის წერილზე
- “ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა – ამ კუთხით სავალუტო ფონდისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ” - ნათია თურნავა