გიორგი ქადაგიძე დუშეთის მუნიციპალიტეტის იზოლატორშია გადაყვანილი
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომელიც გუშინდელ აქციაზე დააკავეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის იზოლატორშია გადაყვანილი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ქადაგიძის ადვოკატმა, შოთა კახიძემ განუცხადა.
შოთა კახიძის თქმითვე, გიორგი ქადაგიძის წინააღმდეგ გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის, 173-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის და სხვა შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი 2 თებერვალს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სანაპიროზე, ვახუშტის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე, ჯამში 31 პირი დააკავა, რომელთა წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს. მათივე ცნობით, დაკავებულთა დიდმა ნაწილმა, იზოლატორი ხელწერილის საფუძველზე უკვე დატოვა.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა