პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებულ გიორგი მინდაძეს 5 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა გიორგი მინდაძეს, რომელსაც თბილისში პროდასავლურ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმის მუხლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი.
საქმეში დაზარალებულად იყო ცნობილი ინსპექტორი შმაგი ჯაჭვაძე. მან სასამართლოს ერთ-ერთ სხდომაზე დაკითხვისას თქვა, რომ პიროტექნიკის ნამწვი მოხვდა და ფეხი დაეწვა. თქვა, რომ „პიროვნება“, რომელმაც „აღნიშნული პიროტექნიკა“ წყლის ჭავლის მანქანას ესროლა და მისი ნასროლი კაფსულის გახსნისას, ნამწვი ფეხში მოხვდა, დარბაზში, ბრალდებულის სკამზე იმყოფებოდა.
სასამართლოს სხდომებზე გიორგი მინდაძის ადვოკატი აცხადებდა, რომ დაზარალებულად ცნობილ შმაგი ჯაჭვაძეს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა, თინათინ ნინიაშვილმა, სასამართლოში განაცხადა, რომ 2 დეკემბერს ჩატარებული ექსპერტიზისას, დაზიანება, სავარაუდოდ, ორი-ოთხი დღის ხანდაზმული იყო. ექსპერტი საუბრობდა მარჯვენა ბარძაყის მიდამოში დამწვრობითი სახის დაზიანებაზე.
დღეს, 3 ივლისს, საქალაქო სასამართლოს ფოიეში შეხლა-შემოხლა და ჭყლეტა იყო. მანდატურებმა შენობის გარეთ გამოყარეს მინდაძის სასამართლო სხდომაზე დასწრების მსურველთა ნაწილი.
თავდაპირველად განსაზღვრული მე-15 დარბაზის ნაცვლად, რომელიც შედარებით დიდია, სხდომა გადაიტანეს მე-10 დარბაზში, სადაც 25-მდე ადამიანი ეტევა. სასამართლოს შენობის შესასვლელ კართან და ეზოში პოლიციელები განლაგდნენ.
სიახლეები
- “მიხარია, რომ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს ერთობის აუცილებლობაზე; როდესაც მე შარშან იმავეს ვამბობდი, ქ.-ნი სალომე აცხადებდა, ერთობა არის შემოგდებული თემაო” – სააკაშვილი
- დროებით ოკუპირებულ ლუგანსკში ქალაქის ყოფილი “მერი” ააფეთქეს
- “ოპოზიციის განცხადებებიდანაც ჩანს, რომ მათ სამართლებრივი არგუმენტები ნაკლებად აქვთ, საქართველოს მოსახლეობას ისევ კარგად ახსოვს ის 9 წელი, ყველას უნახავს პოლიტიკური ლიდერების დაკავება და ციხეში წამება - რამაზ საყვარელიძე
- აქტივისტს, რომელსაც მარიამ ლაშხმა უჩივლა, ქონება და ანგარიშები დაუყადაღეს
- “ოპოზიციამ რაც უნდა სახელი შეიცვალოს ხალხს მეხსიერება არ უქრება, მათ წლების განმავლობაში ერთხელაც ვერ მოიგეს არჩევნები, ეს არ არის საზოგადოების პასუხი? ამიტომაც, მათი დაკავებები ხალხს ნაკლებად აღელვებს” - რამაზ საყვარელიძე