ამ გვერდის ამობედვა

ირაკლი ოქრუაშვილს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლით თანამდებობის დაკავება აეკრძალა

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლომ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

მო­სა­მარ­თლე თა­მარ მჭედ­ლიშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მას 8 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, ამას­თან 2 წლის ვა­დით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბა აეკ­რძა­ლა.

 

სხდო­მას არ ეს­წრე­ბო­და ირაკ­ლი ოქ­რი­აშ­ვი­ლი, მას არც სა­ბო­ლოო სი­ტყვის უფ­ლე­ბით უსარ­გებ­ლია.

 

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი ოქ­რი­აშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ზე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­სა­ცე­მად 26 მარტს და­ი­ბა­რეს, სა­დაც მან მის­ვლა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

 

ირაკ­ლი ოქ­რი­აშ­ვი­ლი ბრალ­დე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 349-ე მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა, რაც „სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბას“ გუ­ლის­ხმობს. ეს ქმე­დე­ბა ის­ჯე­ბა ჯა­რი­მით, ან თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თით ვა­დით ერთ წლამ­დე, თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის, ან საქ­მი­ა­ნო­ბის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვით ვა­დით სამ წლამ­დე.

 

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 20 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო ჰქონ­და შე­ფარ­დე­ბუ­ლი, რაც მან არ გა­და­ი­ხა­და, რის შემ­დე­გაც ის და­ა­კა­ვეს.

წაკითხვა 79 ჯერ განახლდა განახლდა ივლისი 04 2025