ელენე ხოშტარია 5000 ლარით დააჯარიმეს პოლიციელებისთვის „მონის“ დაძახების გამო
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია მოსამართლე ნინო ენუქიძემ 5000 ლარით დააჯარიმა პოლიციელებისთვის „მონის“ დაძახების გამო. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 8 ივლისს, გამოცხადდა.
პარტია „დროას“ („კოალიცია ცვლილებისთვის“) ლიდერის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყეს 24 ივნისს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის დაკავების დღეს, პოლიციელებთან კომუნიკაციის გამო.
„თქვენ ხართ ბიძინას მონები, ბიძინას [ივანიშვილი] ჩმორები... გიო [მიმართავდა გიორგი ვაშაძეს], მოვიდნენ მონები! მოვიდნენ მონები! მოდით, მონებო!..“ - თქვა ელენე ხოშტარიამ გიორგი ვაშაძის დასაკავებლად მისული პოლიციელების დანახვის დროს.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა