“პოლიციელმა მოვალეობის შესრულებისას მოქალაქეს ოქროს ნივთი მოჰპარა” - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 25 წლის პოლიციელი ქურდობის ბრალდებით დააკავა.
დაკავებულია დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს ინსპექტორი.
ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია - შსს ასახელებს მხოლოდ ინიციალებს: მ.ბ.
გამოძიების ვერსიით, იგი „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ოქროს ნივთს“.
რადიო თავისუფლებამ შსს-ის პრესცენტრს ჰკითხა, რა ოქროს ნივთზეა საუბარი. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს 3-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
გამოძიების ქურდობის მუხლით )სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით) მიმდინარეობს.
სიახლეები
- ვის და რა შემთხვევაში დაუფინანსებს სახელმწიფო იპოთეკური სესხების პროცენტებს
- საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის შეხვდა
- ,,განცხადებები, რომლებიც კეთდება ბრიუსელის მხრიდან, ძირს უთხრის საქართველოსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებს"- მაკა ბოჭორიშვილი
- ,,ოპოზიციას პარტნიორი არასდროს უძებნია ქართველ ხალხში, პარტნიორებს ეძებენ ქვეყნის გარეთ, რომ დააზიანონ საქართველოს ინტერესები"- მაკა ბოჭორიშვილი
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ,,ჰანის მარანს” საწარმოო პროცესი შეუჩერა