შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით 16 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყება აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა შეწყვიტონ.
„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, რომ აქციის მონაწილეებს არ შეეფერხებინათ საავტომობილო მოძრაობა, არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 16 პირი დააკავა.
აქციის მონაწილეებს მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე შეკრების მცდელობა და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევის ფაქტს შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ქუთაისში ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების დღესთან დაკავშირებით 2 საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- ბრინჯი ბოსტნეულით
- “რამდენიმე ადამიანი ვერ გადაკეტავს გზას, რუსთაველის გამზირის გადაკეტვა არაფერს კარგს არ იძლევა” - ლევან იოსელიანი
- სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციაზე ჟურნალისტებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ ერთ პირს 5 000-ლარიანი, ექვს პირს კი 3 000-3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
- “საქართველო არ იქნება პირველი შემთხვევა, სადაც ეს მოხდება, ასეთი რამ გერმანიაში, ესპანეთსა და თურქეთშიც მომხდარა” - ლევან იოსელიანი