პოლიციამ ლანჩხუთში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2007 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.ჩ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლანჩხუთში უკანონოდ შეაღწია ყვავილების ერთ-ერთ მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 30 000 ლარამდე ოდენობის თანხას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ლ.ჩ. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ქურდობის შედეგად დაუფლებული თანხა.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა