სასამართლომ ილია ღლონტი 2 ათასი ლარით დააჯარიმა
აქტივისტი ილია ღლონტი საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2 ათასი ლარით დააჯარიმა.გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
ილია ღლონტს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
ილია ღლონტი 22 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს დააკავეს.
სასამართლომ ასევე 4000 ლარით დააჯარიმა ანასტასია ჯაფარიძე.
სიახლეები
- დღეიდან, საგზაო მოძრაობის წესების რიგ დარღვევებზე ჯარიმები გაიზარდა
- ტრამპი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარებას განიხილავს
- ინდოეთში საკრუიზო გემი ჩაიძირა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა
- ,,მიხეილ სააკაშვილის პოსტი იყო კიდევ ერთი მოწოდება, რომ ეკლესიას გაუჩერებლად უნდა დაესხნენ თავს"- ნინო წილოსანი
- იმერეთის პოლიციამ ქუთაისში მომხდარ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა