ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის
სავაჭრო ობიექტებში ნებისმიერი საბანკო ბარათით გადახდა ერთი ტერმინალიდან იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს იქნება ე.წ. ჭკვიანი მარშრუტიზაციის სისტემა, რომელიც ყველა საბანკო ბარათს ამოიცნობს და გადახდის ყველაზე იაფ, სწრაფ და ოპტიმალურ გზას თავადვე აირჩევს.
რაც შეეხება აღნიშნული ინიციატივის ვადებს, პაატა კვიჟინაძის თქმით, 2026 წლის აპრილიდან არის დაგეგმილი, თუმცა საკითხზე მსჯელობა გაიმართება და თარიღი შემდეგ გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, პარლამენტში საკომიტეტო განხილვები მიმდინარეობს „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომელთა ნაწილი გადავადდა. მაგალითად, მუხლები, რომელიც საბარათე გადახდებზე ბანკებისთვის ზედა ზღვარის დაწესებას გულისხმობდა, დროებით ამოღებულია პროექტიდან.
სიახლეები
- "ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს.'- ბერდია სიჭინავა
- ,,სახალხო დამცველი რატომ დუმს, როცა მის ქვეყანაში უცხო სახელმწიფო გუდავს დამოუკიდებელ მედიას''- ვიქტორ ჯაფარიძე
- "ბაქი-ბუქის მიუხედავად, „ოცნება” ვერავისთან ვეღარაფერს დაალაგებს კომპასის ვერცერთ მხარეს'' - ბერდია სიჭინავა
- "შეუძლიათ რაღაც ჯიხური გახსნან და ჩემოდნებით ატარონ ფული, მაგრამ ამას ბანკი არ ერქმევა -'' გია ხუხაშვილი „იმედის ბანკზე“
- სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს