სამართალდამცველებმა „სარფის“ ტერიტორიაზე, სამგზავრო ავტობუსის საბარგულში 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ აღმოაჩინეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – 1958 წელს დაბადებული მ.ა. დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა, გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე, ბრალდებულ მ.ა.-ს მართვის ქვეშ არსებული სამგზავრო ავტობუსის საბარგულში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 150 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“, სპეციალური სკანერის საშუალებით აღმოაჩინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.
სიახლეები
- 1 აპრილიდან დაცული ტერიტორიების სააგენტო ვიზიტორებს კომბინირებული („კომბო“) ბილეთების სისტემას შესთავაზებს
- ,,ჩვენ ჩვენი თებერვალი გვაქვს - თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ერთიანობისთვის ბრძოლის სიმბოლო''-წერს შალვა პაპუაშვილი
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მიმართვას ავრცელებს
- 23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
- მეცნიერებმა უძველეს საგანძურში კოსმოსური წარმომავლობის მეტალი აღმოაჩინეს