ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით, ხმოვანი იარაღის შემოტანა საქართველოში დაექვემდებარება ნებართვას. საუბარია ხმოვან იარაღზე, რომელიც კონსტრუქციულად დამზადებულია მხოლოდ ხმოვანი ვაზნის სასროლად და გამოიყენება თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში, აღლუმსა და სპორტულ ღონისძიებაში. გაზის აეროზოლური მოწყობილობის, ანუ წიწაკის სპრეის იმპორტიც დაექვემდებარება ნებართვას; შეძენა შესაძლებელი იქნება 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის, შსს-ს ტერიტორიული ორგანოს წერილობითი თანხმობის წარდგენის საფუძველზე; ელექტროშოკური მოწყობილობა აიკრძალება სამოქალაქო ბრუნვაში. მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოები ან კერძო დაცვითი ორგანიზაციები შეძლებენ მის შემოტანას და გამოყენებას.
სიახლეები
- „ყველა მხარეს მოვუწოდებ, შევეშვათ ჩვენს საამაყო ფეხბურთელებს” – გიორგი შარაშიძე
- თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა
- ახალი რედაქციის „საარჩევნო კოდექსით“, არჩევნების და მასთან ერთად, რეფერენდუმისა და პლებისციტის დეფინიცია იცვლება
- 21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს - შსს-მ ორივე მამაკაცი დააკავა
- ,,300 ადამიანი დარჩა და აქციებზე წინ და უკან დაეხეტებიან, ხალხის მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ"- კახა კალაძე