ამ გვერდის ამობედვა

ყოფილი სახალხო დამცველი,უჩა ნანუაშვილი სუს-ში მისვლაზე უარს ამბობს

ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

„მისვლას არ ვაპირებ. ვუთხარი გამომძიებელს, რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მსურდა. დიახ, მოვითხოვე გამოკითხვა სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე. პასუხი და მათი გადაწყვეტილება ჯერ არ ვიცი“,- განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ნანუაშვილმა „ფეისბუქზე“ თავად დაწერა. მისი თქმით, უწყებაში „ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ექსპერტთან კომუნიკაციის საკითხზეა“ დაბარებული.

წაკითხვა 130 ჯერ

სიახლეები