თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს, დაკავებული პოლიციას თავად ჩაბარდა და დანაშაულის იარაღი წარუდგინა, მას 15 -წლამდე პატიმრობა ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2000 წელს დაბადებული ი.ე. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა – უცხო ქვეყნის მოქალაქეს 1989 წელს დაბადებულ ი.გ.-ს და ადგილიდან მიიმალა.
,,მომხდარიდან რამდენიმე საათში ი.ე. პოლიციაში ბრალის აღიარებით გამოცხადდა და დანაშაულის ჩადენის იარაღი წარმოადგინა. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ ის ბრალდებულის სახით დაკავდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა