თერჯოლაში 3 წლის ბავშვს იარაღი გაუვარდა, რის შედეგად მისი 6 წლის ძმა გარდაიცვალა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ კვახჭირში იარაღის გავარდნის შედეგად 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
როგორც ცნობილი გახდა , სანადირო თოფიდან 3 წლის ბავშვს თამაშის დროს გაუვარდა და შემთხვევით მის 6 წლის ძმას მოხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
სიახლეები
- ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, გიორგი მიქაუტაძე „ვილიარეალის“ ფეხბურთელი გახდა
- “ტრამპი რუსეთის აგენტია” - გარი კასპაროვი
- რუსეთმა უკრაინას დრონებითა და რაკეტებით დაარტყა - ზაპოროჟიეში არის მსხვერპლი
- “USAID-ი ოფიციალურად დახურვის რეჟიმშია” - მარკო რუბიო
- ევროკავშირი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, "დაუყოვნებლივ გააუქმოს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება"