შსს-მ არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ბიძა და ბაბუა დააკავა
სამართალდამცველებმა 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა - დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ", - აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
სიახლეები
- “მას არ აქვს იმის სიმამაცე, რა სიმამაცეც გამოავლინა თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა” - ბარამიძე გახარიაზე
- “ის თავის დროზე გაიქცა მმართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით; ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს” - პაპუაშვილი გახარიაზე
- ანტონ ჩეჩინს ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- მუსიკოსი მანანა მენაბდე გარდაიცვალა
- “დღეს ოპოზიციის ყველა ლიდერი მამაკაცი ციხეშია, ბრემენელი მუსიკოსის გარდა – ის მოწმედაც კი არ დაუბარებიათ” - ანა დოლიძე გახარიაზე