"საქმის მასალების გადმოცემაზე ჩემი შუამდგომლობა, დღესაც ყუთში დევს" - მიხეილ რამიშვილი
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ კომპლექსური კომისიური ექსპერტიზის თაობაზე მისი შუამდგომლობა სამი დღეა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებების ყუთში დევს.
მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიება მიზანმიმართულად ჭიანურდება. ადვოკატი სატელეფონო ანძების ჩანაწერების დროულად მიწოდებას მოითხოვს, რათა გაიგონ, ვინ დაურეკა გაუჩინარებამდე თამარ ბაჩალიაშვილს Whatsapp-ში.
„მე მოვიტანე შუამდგომლობა, სადაც იყო გარკვეული მოთხოვნები კომპლექსური კომისიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე. მე დავდე და ვუთხარი, რომ ამ შუამდგომლობაზე დაუყოვნებლივ მიეღოთ გადაწყვეტილება. მათ მითხრეს, რომ რახან საღამო ხანი იყო, კანცელარიაში ვერ გატარდებოდა, ეს შუამდგომლობა უნდა ჩამომეტანა და ჩამეგდო შესაბამის ყუთში, იმ ღამესვე ჩამოვიტანე და ჩავაგდე, რადგანაც პირობა იყო, რომ ძალიან ჩქარა უნდა მომხდარიყო ამაზე რეაგირება და ამოიღებდნენ, რეგისტრაციაში გაატარებდნენ კანცელარიაში და მიიღებდნენ შესაბამის გადაწყვეტილებას. დღესაც ამ ყუთში დევს ჩემი შუამდგომლობა“, - აცხადებს რამიშვილი.
სიახლეები
- კაცი, რომელმაც მეზობელი მოკლა, გარდაცვლილი იპოვეს
- ,,კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან” – შალვა პაპუაშვილი
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 55 წლამდე მამაკაცი მოკლეს
- ოდესის სანაპიროზე ათობით მკვდარი დელფინი იპოვეს
- ,,ჯო უილსონს აკვიატება აქვს და ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი იქნება – მისი ერთადერთი მიზანია საინფორმაციო ხმაურის შექმნა”- შალვა პაპუაშვილი