"ალბათ, სწრაფად მოძრაობდა და მუხრუჭებმა გაუცხელა"- ავარიის დღეს სხვა ტურზე მყოფი მძღოლის ვერსიები
შატილში მომხდარ ტრაგედიაზე საგურამოს პოლიციაში გამოკითხვები მიმდინარეობს. "კურიერის" ინფორმაციით, გამოკითხვაზეა ტურისტული კომპანია treveler.ge-ს ხელმძღვანელი.
ასევე, პოლიციაში ცოტა ხნის წინ შევიდა კიდევ ერთი მძღოლი, რომელიც შატილში ავარიის დღეს სხვა ტურზე იმყოფებოდა.
როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, სავარაუდოდ, მძღოლმა გადაჭარბებული სიჩქარით იმგზავრა და ამის შედეგად მუხრუჭებმა უმტყუნა.
"მუხრუჭებმა გაუცხელა. მე რომ გამომყოლოდნენ უკან, დათვიჯვარიდან, არაფერი არ იქნებოდა. იმიტომ, რომ მე ჩამოვდივარ იქიდან მე-2 მე-3 სიჩქარით და ალბათ, მესამე სიჩქარით ჩამოვიდა. მუხრუჭებმა გაუცხელა, მეტი ვერსია რა უნდა იყოს. გზა კარგი იყო, ზოგი ამბობს, ტალახიან გზაზე რატომ გაუშვეს, წვიმა იყოო, არაფერი წვიმა არ იყო, მშრალი გზა იყო. რომ ჩამოვედი, გაჩერებული იყო. მეც გავაჩერე და ვკითხე, რა ხდება, როგორ ხარ-მეთქი, არაფერი, კარგადო. რაღაცას აკეთებდა მანქანაში. მუხრუჭებმა ხომ არ გაგიცხელა-მეთქი და არაო, თუ გაგიცხელა, მითხარი მეთქი, მე ვუთხარი, ხალხიც იქ იყო და - არაო,"-განაცხადა მძღოლმა რამაზ სებისკვერაძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკულ შემთხვევის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
სიახლეები
- საქართველოს რკინიგზა 21 და 22 აპრილს თბილისი-ფოთი-თბილისის და თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს
- "საქართველოში არჩევნების გაყალბება და საგარეო კურსის შეცვლა მოგონილი თემებია, სიმართლე ჩვენს მხარესაა და მოსახლეობა მხარს ჩვენ გვიჭერს"
- "ჩვენ ვამბობთ, რომ ქართველი ხალხის ვიზით შანტაჟი ჩვენთვის მიუღებელია - შანტაჟის ქვეშ ეროვნული საქმე არ კეთდება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 აპრილისთვის
- "ყოველთვის ვთვლიდით, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არსებული კოორდინაციის პლატფორმა მნიშვნელოვანი ფორმატია საერთო მიზნებისთვის, ვაგრძელებთ თანამშრომლობას"