სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ
სვანეთში გაუჩინარებულ 13 წლის მოზარდს ილია ფილფანს ინტერპოლის ყვითელი ცირკულარით ეძებენ.
შესაბამისი ინფორმაცია ინტერპოლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ვებ-გვერდზე მითითებულია მოზარდის თაობაზე ინფორმაცია.
ოჯახის განცხადებით, ილია ფილფანი 18 ივლისს სახლიდან ველოსიპედით გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა.
შსს-ს განცხადების თანახმად, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც არასრულწლოვნის მიმართ წინასწარი შეცნობით თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
სიახლეები
- ექიმებმა გორში ქალი სასწრაფო დახმარების მანქანაში ამშობიარეს
- ხობში ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა
- ,,კრიტიკა და შეურაცხყოფა აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულებაა – ყველაფერი უნდა დარეგულირდეს და ურთიერთპატივისცემა იყოს"- კახა კალაძე
- ,,თავიდანვე გასაგები იყო, რომ ეს ერთობა განწირული იყო მარცხისთვის"- კახა კალაძე
- ,,სამი ბრალი მაქვს და მალე დასახვრეტი ვიქნები - ტერორიზმს მაბრალებენ"- ალეკო ელისაშვილი