"მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს" - შს მინისტრის მოადგილე
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ ზუგდიდში მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ის მედიიის წარმომადგენლებსაც მიმართავს და მოვლენების პირდაპირ ეთერში გაშუქებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
"მოლაპარაკებების შედეგად, ორი მძევალი გათავისუფლებულია. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და ყველა სამართალდამცავი უწყება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ მათ ოჯახებში.
მოლაპარაკებების დეტალებზე არ ვისაუბრებ მიზანმიმართულად.
ერთი თხოვნა მაქვს მედიის წარმომადგენლებთან, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიის პირდაპირ ეთერში გაშუქება არ მოვახდინოთ, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და მაქსიმალური ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილის და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან,“ - განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება