"გვაქვს გამოცდილება, რომ შეშა არაერთხელ გამოიყენეს ძალადობის საგნად" - ვაჟა სირაძე
„არსებობს კანონი, შეკრების და მანიფესტაციის შესახებ, სადაც ძალიან ნათლად წერია, რომ პოლიციას უფლება აქვს, შეზღუდოს იმ ნივთის შეტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას პოლიციელის თუ ნებისმიერი მოქალაქის საწინააღმდეგოდ, რომელიც დააზიანებს ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ რუსთაველის გამზირზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, აქციის მონაწილეებს განუმარტა, რომ გასათბობად შეუძლიათ ელექტრო საშუალებები მიიტანონ.
„კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ არაერთი გამოცდილება გვაქვს თითოეულ პოლიციელს, რომ არაერთხელ, შეშა გამოყენებულ იქნა ძალადობის საგნად, იმისთვის, რომ დაეზიანებინათ პოლიციელები. დაანთეს პარლამენტის წინ ცეცხლი, რითიც შეიძლება საფრთხე შეექმნას როგორც აქციის მონაწილეების, ისე პოლიციელების სიცოცხლეს.
მე განვუმარტე მათ, რომ შეუძლიათ მოიტანონ ელექტრო საშუალებები და გათბნენ. რაც შეეხება ბატონ მაჭავარიანს, პირადად მე, არაერთხელ განვუმარტე ის, რაც მოგახსენეთ, ასევე, პოლიციელები მოუწოდებდნენ მას, რომ დამორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას. მან საჯაროდ განაცხადა, რომ არ დაემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა ჩვენს მიმართ. შესაბამისად, ის დაკავებულია ადმინისტრაციული წესით“, - განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სიახლეები
- სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- “სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს” – მდინარაძე
- “ძლიერ სახელმწიფოს სჭირდება ძლიერი სპეცსამსახურები” - მამუკა მდინარაძე
- “თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ერთადერთი საფუძველი იმ სპეკულაციებისა, რაც გვესმის არის ამორალურობა, რომლის ფარგლებშიც გარკვეული პერსონალური, თუ სხვა საკითხების გათვალისწინებით საგამოძიებო ორგანოები რაღაცებს ვერ ამბობენ” - მამუკა მდინარაძე
- “ქვეყნის ტერიტორიის 20%-მდე ოკუპირებულია – თუ იმ პერიოდში, როდესაც ამ სამსახურს ვუხელმძღვანელებ, ყინული დაიძვრება და საბოლოოდ მიიყვანს ქვეყანას გამთლიანებამდე, არ არსებობს ადამიანი, რომელიც უბედნიერესი არ იქნება, მეც მათ რიცხვში ვარ” - მამუკა მდინარა