ამ გვერდის ამობედვა

საბრძოლო იარაღებით შექმნილი მუსიკალური ინსტრუმენტები - ვიდეო

შეფასება
(0 შეფასება)

 

ყოველ კვირას სერბი მოქანდაკე ნიკოლა მაკურა სამხედრო აღჭურვილობის ნაგავსაყრელზე იარაღის, სამხედრო ჩაფხუტებისა და ნაღმების შესაგროვებლად დადის. ეს გადაყრილი სამხედრო აღჭურვილობა მას სახელოსნოში მიაქვს და მათგან მუსიკალურ ინსტრუმენტებს ქმნის.

 

სერბეთში 1990-იანი წლების იუგოსლავიის კონფლიქტის კვალი ჯერ კიდევ იგრძნობა. 42 წლის მოქანდაკე ცდილობს, ამ დამანგრეველი მოვლენების კვალსა და ნარჩენებს ახალი სიცოცხლე შესძინოს.

 

ნიკოლა მაკურამ ბაზუკა ჩელოდ გადააქცია, სერბული წარმოიბის ავტომატი და არმიის ჩაფხუტი გიტარად გადააკეთა, ხოლო ვიოლინო ავტომატის მჭიდებისა და პირველადი დახმარების ყუთისგან დაამზადა.

 

წყარო

წაკითხვა 858 ჯერ