ამ გვერდის ამობედვა

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული იტალია გახდა - VIDEO

შეფასება
(0 შეფასება)

 

ევროვიზია 2021-ის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი Måneskin სიმღერით Zitti E Buoni გახდა.

მან ჟიურის შეფასებით 206 ქულა ხოლო მაყურებლისგან 318 ქულა მიიღო. მიღებული 524 ქულით მან გადაასწრო საფრანგეთს, რომელსაც ჯამში 499 ქულა ჰქონდა დაგროვებული.

ევროვიზიის ფინალში ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართა. მასში 39 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას.

 

საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უმაღლესი 12 ქულა იტალიას მიაკუთვნა.

ნახევარფინალური შოუები 18 და 21 მაისს გაიმართა.

საქართველომ მონაწილეობა მეორე ნახევარფინალში მიიღო. ქვეყანა თორნიკე ყიფიანმა სიმღერით You წარადგინა, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა.

წაკითხვა 832 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 23 2021