ამ გვერდის ამობედვა

უპრეცედენტო გაერთიანება - ოპერატორებმა გადაღება შეაჩერეს - ვიდეო

შეფასება
(0 შეფასება)

 

რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მისულმა ოპერატორებმა რამდენიმე წუთით პროტესტის ნიშნად გადაღება შეაჩერეს. მათ კამერებთან ერთად მიწაზე მიკროფონები დადეს.

"ლექსო შენ არ მომკვდარხარ და შენი სახელი არ მოკვდება, ვიდრე ეს ბიჭები კამერას აიღებენ ხელში, ვიდრე ერთი ოპერატორი მაინც, ერთი ჟურნალისტი მაინც გადაღებაზე გავა. ჩვენ შენს სახელს არ დავივიწყებთ, იმიტომ, რომ შენ საფუძველი ჩაუყარე საქართველოში დიდ ცვლილებებს.

მე მინდა მივმართო ლექსოს შვილს, ის გაიზრდება და ნახავს, რა გააკეთა მამამ. ის იამაყებს ამით და ჩვენც ვიამაყებთ, რომ ასეთი თავდადებული კოლეგა გვყავდა", - თქვა ვახო სანაიამ. 

წაკითხვა 766 ჯერ