ამ გვერდის ამობედვა

მესი ბარსელონასთან დამშვიდობებისას ატირდა - ვიდეო

შეფასება
(0 შეფასება)

 

მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი "ბარსელონასთან" გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციაზე ატირდა.

 

"დარწმუნებული ვიყავი, რომ ბარსელონაში დავრჩებოდი, ეს ჩემი, ჩვენი სახლია. მინდოდა ბარსელონაში დარჩენა, ეს იყო ჩემი გეგმა, თუმცა დღეს მიწევს რომ დაგემშვიდობო მთელს ჩემს ცხოვრებას აქ.

არასდროს წარმომედგინა, რომ გამოსამშვიდობებელ სიტყვებს ასე ვიტყოდი და არა ფანებთან ერთად.

 

კლუბს ისე ვტოვებ, გულშემატკივრები წელიწადნახევარია არ მინახავს.

 

სამწუხაროდ, ასე გამოვიდა, თუმცა მადლობა მინდა გადავუხადო მათ იმ უდიდესი სიყვარულისთვის, რასაც ჩემ მიმართ გამოხატავდნენ," - განაცხადა ლიონელ მესიმ.

 

34 წლის ფეხბურთელმა მთელი მისი კარიერა "ბარსელონაში" გაატარა. 2003 წელს შემდგარი დებიუტის შემდეგ, 778 შეხვედრაში 672 გოლი გაიტანა. მესი ექვსგზის ოქროს ბურთის მფლობელია. მან კლუბთან ურთიერთობა 30 ივნისს დაასრულა. ოფიციალურად ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ კონტრაქტის გაგრძელება მასში არსებული ფინანსური მოცემულობის მიხედვით საჭიროდ აღარ მიიჩნიეს.

წაკითხვა 687 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 08 2021