Netflix-მა დიკაპრიოს და მერილ სტრიპის ახალი ფილმის თრეილერი გამოაქვეყნა - ვიდეო
სტრიმინგ სერვისმა Netflix-მა ახალი ფილმის, „ზემოთ არ აიხედოთ" თრეილერი გამოაქვეყნა, რომელშიც მთავარ როლებს ლეონარდო დიკაპრიო და ჯენიფერ ლოურენსი ასრულებენ.
კომედიური ჟანრის ფილმი ორი უმცროსი ასტრონომის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც კაცობრიობა მოახლოებული კომეტის შესახებ უნდა გააფრთხილონ.
დიკაპრიოსა და ლოურენსის გარდა, ფილმში ასევე მონაწილეობენ: ჯონა ჰილი, მერილ სტრიპი, ტიმოტი შალომე, არიანა გრანდე და სხვები.
ახალი ფილმის პრემიერა 2021 წლის 24 დეკემბერს არის დაგეგმილი.
სიახლეები ნინო
- "მე, როგორც ჩემი სამშობლოს რიგითი ჯარისკაცი, ჩემს გუნდთან ერთად, 2026 წელსაც ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ოჯახების სადარაჯოზე ვიქნები" - ბიძინა ივანიშვილი
- "ქვეყანაში ერთსულოვნებაა, შეიძლება ეს არ ჩანს, მაგრამ სადღაც დგას ქართული სული, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა" - სალომე ზურაბიშვილი
- " 2025 წელი სავსე იყო გამოწვევებით, წინააღმდეგობებით, მაგრამ მივიღეთ უკეთესი თბილისი, უფრო გამწვანებული, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით, მეტი რეაბილიტირებული ქუჩით"