ამ გვერდის ამობედვა

საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევამდე 48 საათით ადრე გადაღებული ფოტოები

შეფასება
(0 შეფასება)

 

ვიდეოში ნაჩვენები ფოტოები „ქრონიკის“ ექსკლუზივია - ფოტოები საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევამდე 48 საათით ადრეა გადაღებული.

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები გრძელდება. სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. საძიებო-სამაშველო ოპერაციაში ასობით მაშველია ჩართული.

 

 

სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა ნანგრევებიდან 9 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 გარდაცვლილია. ერთი ადამიანი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში აგრძელებს - კაცის მდგომარეობა რთულია, თუმცა - სტაბილური და სასიცოცხლო პარამეტრები რეგულირებადია.

წაკითხვა 801 ჯერ