ამ გვერდის ამობედვა

წიგნიერების სამყარო - ვიდეო

შეფასება
(0 შეფასება)

 

ქუთაისში კალენდრის კონკურსის ,,ურჩიე მეგობარს, 12 თვე-12 წიგნი“ გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება გაიმართა. მოზარდებს მათივე ნამუშევრების საფუძველზე შექმნილი 2022 წლის კალენდრები და დიპლომები გადაეცათ. კონკურსი მიზნად ისახავს მოზარდებში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.


პროექტი განხორციელდა ორგანიზაცია მომავლის განვითარების სახლთან არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის ,,წიგნიერების სამყაროს“ მიერ, იმერეთის განვითარების ცენტრთან და ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრთან პარტნიორობით.

 

როგორც პროექტის ხელმძღვანელმა ეკატერინე კიკატუნიძემ FirstNews.ge - თან საუბარში განაცხადა, კონკურსმა მოზარდებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

"შემოვიდა 50 -მდე ნამუშევარი. საკმაოდ ძნელი იყო მათგან 12 საუკეთესოს შერჩევა. მოზარდთა ინტერესიდან გამომდინარე დიდი სურვილი გვაქვს კალენდრის გამოცემა ყოველწლიურ ტრადიციად ვაქციოთ და ამით ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანთ მათი განათლების საქმეში,"- აღნიშნა ეკატერინე კიკატუნიძემ.

 

 

 

 

წაკითხვა 940 ჯერ განახლდა განახლდა თებერვალი 26 2022