ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 933-ს შეადგენს.

 

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 608 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

წაკითხვა 434 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 17 2021