May 14, 2024

"რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის"- გიგი უგულავა

რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის - ნუ არევენ ქვეყანას! - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

უგულავას თქმით, ეს არის ისტორიული ბრძოლა და საქართველოს ყველა მოქალაქე ბედნიერია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება მიეცა.

 

„ყველას მინდა, გულწრფელად ვუთხრა ნიშნის მოგების გარეშე: ამ ტალღას ვერავინ გააჩერებს. საქართველოს რუსეთში უკან ვერავინ შეათრევს, ამიტომ ეს არ ექვემდებარება ამას. რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის. ნუ არევენ ქვეყანას. ამათ, როგორც ჩანს, მართლა ომი უნდათ - მთელ მსოფლიოს ომი გამოუცხადეს. ხალხს უნდა ევროპაში და საქართველო ივლის ევროპისკენ. ეს არის ჩვენი ისტორიული იდეა და შანსი. საქართველო აფხაზებთან და ოსებთან ერთად წავალთ ევროპაში. ესენი სთავაზობენ, რომ „ერთად რუსეთში“, არა მეგობრებო, ერთად ჩვენ წავალთ ევროპაში. ეს წყდება დღეს, ხვალ, ამ კვირებსა და თვეებში. ეს არის ისტორიული ბრძოლა და საქართველოს ყველა მოქალაქე ბედნიერია, რომ ამ ბრძოლაში მონაწილეობის საშუალება მიეცა“, - აღნიშნა გიგი უგულავამ.

 

ცნობისთვის, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, საკანონმდებლო ორგანოს წრე შემოარტყეს და ჯაჭვი შეკრეს.

წაკითხვა 158 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 28 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.