ამ გვერდის ამობედვა

საქართველოში ვირუსით ინფიცირების 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 469 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 1 792  ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 249 93  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 236 922 გამოჯანმრთელდა, 2 987 კი, გარდაიცვალა.

წაკითხვა 411 ჯერ