ამ გვერდის ამობედვა

ვის აცრიან მესამე დოზით საქართველოში - მინისტრის განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიმდინარე კვირაში საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს, ვაქცინის მესამე დოზით რომელი ჯგუფი უნდა აიცრას.

 

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება სხვა ქვეყნების პროტოკოლებში უკვე შევიდა.

 

„მსოფლიოს მასშტაბით გადაწყვეტილება მიღებულია გარკვეულ ჯგუფზე, რომ გაიწეროს პროტოკოლში, ვისაც მესამე დოზა ექნება განსაზღვრული. ამ კვირაში ვიმსჯელებთ, რომ საქართველოს პროტოკოლშიც შევიტანოთ ეს ცვლილება.

 

რაც შეეხება მასიურად მესამე დოზების გამოყენებას, ამასთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერჯერობით არ მიმდინარეობს“,- განაცხადა ტიკარაძემ.

წაკითხვა 297 ჯერ