November 1, 2024

" ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე

ჩვენ არ ვართ კოლონია. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო, რისთვისაც ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს, სისხლი დაღვარეს", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აშშ-სთან პარტნიორობის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, საქართველომ ბევრჯერ დაამტკიცა, რომ საიმედო პარტნიორია, თუმცა ეს ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს.

 

„რა გვინდა ახლა, ვიღაცის თავდახრილი მონები ვიყოთ? - არა, ღირსეული ხალხი ვართ, გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გვეამაყება, რომ აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ. ევროპაში თავაწეული დავდივარ. რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?

 

ჩემს ქვეყანაში მოსახლეობის მიერ არჩეული პარლამენტი კანონს იღებს და გვეუბნებიან, რომ ამას თუ მიიღებთ, სანქციებს დაგიწესებთ. თუ რამეს არასწორად ვაკეთებთ, უნდა გვითხრან არგუმენტი. თუ საფრანგეთისთვის არის მისაღები, ჩვენთვის რატომ არ შეიძლება, იგივე გავაკეთოთ?", - განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში.

წაკითხვა 249 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 16 2024
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.