ამ გვერდის ამობედვა

ამ ომს მოვიგებთ! 2022 წელი გარდამტეხი იქნება! - გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

 

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ 2021 წლის ბოლომდე პანდემიასთან საბრძოლველად არაერთი მედიკამენტი გამოჩნდება და 2022 წელი გარდამტეხი იქნება.

 

"✅პანდემიასთან ბრძოლაში მთელი მსოფლიოა ჩართული.

 

✅წელს ჩვენ არა მარტო უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები გვაქვს …. წლის ბოლომდე საკმაოდ საიმედო მთელი რიგი მედიკამენტები გამოჩნდება და პანდემიასთან ბრძოლის საქმეში 2022 წელი ნამდვილად გახდება გარდამტეხი.

 

✅მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ (MHRA) დღეს დაამტკიცა დიდ ბრიტანეთში COVID-19– ის პრევენციისა და მკურნალობის პირველი მონოკლონური ანტისხეულების სამკურნალო საშუალების გამოყენება.

 

✅ჯანმრთელობას გისურვებთ.

 

✅ამ ომს ჩვენ მოვიგებთ!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 348 ჯერ