"მილიონზე მეტი მოქალაქე ისევ მოწყვლადია ახალი ინფექციის მიმართ" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ქვეყანაში ვაქცინირებული და კოვიდგადატანილი მოქალაქეების რაოდენობა 65%-ს აღწევს. მისი განცხადებით ქვეყნის მოსახლეობის 35% ისევ მოწყვლადია ახალი ინფექციის მიმართ.
კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ვაქცინაციის პროცესი რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.
"წინასწარი მონაცემი არსებობს დაავადების მიმდინარეობის შედარებით სიმსუბუქესთან შედარებით, ეს არ ნიშნავს, რომ პრაქტიკულად არალეტალურ დაავადებად გადაიქცა, ეს ასე არ უნდა ჩაითვალოს, რომ ჰოსპიტალიზაცია არ იქნება და ყველა დაავადებული ადამიანი სახლში გადაიტანს.
სამწუხაროდ, იქნება სიკვდილიანობაც და ლეტალობაც. მაგრამ თუ ის იქნება მკვეთრად შემცირებული ვიდრე დელტა ვარიანტის ან სხვა საწყისი ვარიანტების შემთხვევაში, ეს იქნება ასე ვთქვათ, წინ გადადგმული ნაბიჯი, წმინდა ევოლუციური თვალსაზრისით ვირუსის მიმდინარეობის კუთხით.
ჩვენს ქვეყანაში შეწონილი იმუნიტეტი, გადატანილებისა და ვაქცინირებული ადამიანების არის 65%-მდე, ეს იმას ნიშნავს, რომ 35%, მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქე მოწყვლადია მაინც ნებისმიერი ახალი ინფექციისა და ვარიანტის მიმართ, რომლის მიმართაც იმუნიტეტი მათ არ ექმნებათ.
ყველას ვთხოვთ კიდევ ერთხელ დაბეჯითებით, რომ ვაქცინაცია განხორციელდეს რაც შეიძლება სწრაფად", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი