,,მათზე მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემამ პოსტკოვიდური კლინიკების შექმნაზე იზრუნოს და იმ ადამიანების მიმართ, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ზედამხედველობა და მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული.

,,პოსტკოვიდური კლინიკები უნდა გაჩნდეს. რამდენიმე ჩანასახი არსებობს, კერძო ინიციატივის სახით საქართველოში, განსაკუთრებით სასუნთქი სისტემის პათოლოგიასთან მიმართებაში, მაგრამ იმ პაციენტებზე, რომელთაც ჰქონდათ მძიმე დაავადება ან კრიტიკული სიტუაცია, ინტენსიურ თერაპიაში იყვნენ და გამოჯანმრთელდნენ, მათზე მეთვალყურეობა უნდა იყოს განსაკუთრებული. 

ყველა ქვეყანას აქვს გზამკვლევი და გაიდლაინი, რამდენ ხანში უნდა მივიდეს ასეთი პაციენტი ისევ ექიმთან, რამდენ ხანში გაიმეოროს სისხლის ანალიზები, რამდენ ხანში გააკეთოს, თუ საჭიროა, კომპიუტერული ტომოგრაფია და ასე შემდეგ. ქვეყანამ ამაზე უკვე უნდა იზრუნოს, იმიტომ, რომ ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ერი ვართ მსოფლიოში. 

მე დღეს მოვისმინე ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის ინფექციური პათოლოგიების ცენტრი აპირებს, რომ გააკეთონ ასეთი ტიპის კვლევა 500 ადამიანზე, რაც ძალიან დამაიმედებელია და პირველი მინიშნება ჩვენ უკვე გვექნება, რა პრობლემები აქვთ ამ პაციენტებს, რა დაუტოვა კოვიდმა," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

წაკითხვა 411 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 19 2021
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.