ამ გვერდის ამობედვა

"კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად"

„კოვიდ-19“-ის დაძლევის სტრატეგიებში შეცდომები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი სასიკვდილო ვარიანტის გასაჩენად, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

„ჩვენ უფრო ახლოს ვართ იმასთან, რომ ვთქვათ: „პანდემიის კრიტიკული ეტაპი დასრულდა“, მაგრამ ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ტესტირებისა და ვაქცინაციის პროცესში ხარვეზები სრულყოფილ პირობებს ქმნის ახალი ვარიანტის შექმნისთვის, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვანი სიკვდილიანობა გამოიწვიოს”, - აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ამჟამად, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით, 90%-ს კორონავირუსის მიმართ გარკვეული იმუნიტეტი აქვს ვაქცინაციის, ან ვირუსის გადატანის გამო.

წაკითხვა 281 ჯერ

სიახლეები