May 20, 2024

"მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი"- მიხეილ სააკაშვილი

მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს. მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს”, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის წერილში წერს.

სააკაშვილის თქმით, იმასაც მივაღწიეთ, რომ ბელორუსთან ერთ დონეზე ვართ და მოუწოდებს, კარგად დაფიქრდნენ, ნუ გაწირავენ სამშობლოს.

 

“მივესალმები საფრანგეთში საქართველოს ელჩის, გამორჩეული პროფესიონალის, გოჩა ჯავახიშვილის სწორ და გაბედულ მოქალაქეობრივ ნაბიჯს.

მოვუწოდებ სახელმწიფო თანამდებობებზე მყოფ ნებისმიერ პირს, მათ შორის ჩემ დროს დანიშნულს, გააკეთოს სწორი არჩევანი და არ დაუპირისპირდეს საქართველოს ინტერესებს. ამას უსათუოდ დაგიფასებთ საზოგადოება, ის თაობა, რომელიც დღეს იბრძვის ქვეყნის გადასარჩენად.

დღეს კიევში გაიჟღერა ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას განცხადებამ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება უკრაინასა და მოლდოვასთან და იმედია, მათ მალე შეუერთდებიან საქართველო და ბელორუსი.

ამასაც მივაღწიეთ, რომ ვართ ერთ დონეზე ბელორუსთან. ეს მოგვწონს? ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი?

კარგად დაფიქრდით და ნუ გაწირავთ სამშობლოს!”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

წაკითხვა 125 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.