მეცნიერების აზრით, COVID-19 თავის ტვინის სიმსივნის წარმოქმნას უწყობს ხელს
მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსს თავის ტვინის სიმსივნის გამოწვევა, ან უკვე არსებულის განვითარების დაჩქარება შეუძლია.
ბეზმალემ ვაკიფის უნივერსიტეტის თურქი მეცნიერების განცხადებით, COVID-19-ის მოლეკულებს ნერვული ქსოვილის გლიალურ და ნეიროგლიალურ უჯრედებთან დაკავშირება შეუძლიათ, რის გამოც სიმსივნის წარმოქმნის რისკი იზრდება.
კომპიუტერული მოდელირების გამოყენებით მრავალი გამოკვლევის ჩატარების შემდეგ, ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ COVID-19-ს ინფიცირებულ ადამიანებში გლიომის განვითარების რისკის გაზრდა მართლაც შეუძლია.
მსოფლიოში მრავალი ვირუსი არსებობს, რომელიც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას უწყობს ხელს, მათ შორის პაპილომა, ჰერპესი, B და C ჰეპატიტი და სხვა. ამასთან შედეგებმა შესაძლოა ინფექციიდან მრავალი წლის შემდეგ იჩინოს თავი.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე