ამ გვერდის ამობედვა

კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 41-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, კრიტიკულად მძიმე პაციენტებიდან 9 ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.

 

დღეს გვაქვს 554 ახალი შემთხვევა. ამჟამად, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 118 პაციენტს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 50 პროცენტზე  მეტია. აქტიური შემთხვევა 3 874 გვაქვს. ამ პაციენტებიდან 41 პაციენტია კრიტიკულად მძიმე და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან, მათ შორის ცხრა არის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი“, – განაცხადა ენდელაძემ.

წაკითხვა 381 ჯერ