ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი შეიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი დაემატა, ხოლო 10 გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის 73 პაციენტი მკურნალობს.

 

"24 საათის განმავლობაში დაგვემატა 12 და გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. გვყავს 3 კრიტიკულად მძიმე, ხოლო 9 სტაბილური",- განაცხადა მაღლაფერიძემ.


ქუთაისის ინფექციური კლინიკა 173-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.

წაკითხვა 394 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 20 2020