ამ გვერდის ამობედვა

ეს პროცესები უკავშირდება სამინისტროს მიერ უკანონოდ გამოცემულ ბრძანებას - ზაალ გორგიძე

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, „ნამახვანის ჰესების კასკადის" სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით აქცია გაიმართა.


აქციას მოსახლეობასთან ერთად გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები მონაწილეობდნენ.მათი ოთხი ძირითადი მოთხოვნიდან ერთ-ერთს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა წარმოადგენდა.

 

აქციის მიზეზებსა და მოთხოვნებზე FirstNews.ge- ს „საიას“ ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელი ზაალ გორგიძე ესაუბრა:


„ეს პროცესები უკავშირდება სამინისტროს მიერ უკანონოდ გამოცემულ ბრძანებას, რომელიც 2020 წლის თებერვლის თვეში გამოიცა და აქედან დაიწყო ყველაფერი. ბრძანებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მოაწერა ხელი. ამით მან მწვანე შუქი აუნთო იმ მოვლენებს, რაც დღეს ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, რიონის ხეობაში ხდება. „საიას“ მიერ გასაჩივრდა აღნიშნული ბრძანება. 1 წელია უკვე, რაც სასამართლო პროცესი არ ჩანიშნულა. სარჩელის შეტანიდან წელიწადი გახდება უკვე ერთ კვირაში. ხელშეკრულება გაფორმებულია იმ კომპანიასთან, რომელიც უკანონობას ითვალისწინებს. ასევე პრემიერ-მინისტრის გახარიას მიერაა გამოცემული განკარგულება, რომლითაც 99 წლით გადაეცათ მიწები. ასევე, აღშფოთება გამოიწვია მინისტრების ვიზიტმა, რომლებიც ქუთაისში იყვნენ ჩამოსულები, ხელშეკრულების განხილვაზე. მოსახლეობა და იურისტები მივიდნენ მერიაში პასუხების მისაღებად და10 წუთში გაიპარა მინისტრი, რადგან პასუხს ვერ გასცემდნენ იმ უკანონობას , რომელიც იმ ხელშეკრულებაში ეწერა,“- განაცხადა ზაალ გორგიძე.

 

69168004995134723 6968872144430064325 n

წაკითხვა 533 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 14 2021