რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ერთი თვე - ქუთაისში სოლიდარობის აქცია გაიმართა

დღეს, ქუთაისში, ლესია უკრაინკას ქუჩაზე, უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, კიდევ ერთი აქცია გაიმართა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი თვე გავიდა. ამ დროის განმავლობაში როგორც ქუთაისში, ასევე მთელი საქართველოს მასშტაბით უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართებოდა.

 

„ქუთაისში უკრაინკას ქუჩაზე მდუმარე აქცია გაიმართა. დღეს, ზუსტად ერთი თვე გავიდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. დღევანდელი შეკრებით გვინდა, რომ კიდევ ერთხელ გამოვუცხადოთ უკრაინას და უკრაინელ ხალხს ჩვენი სოლიდარობა და მჯერა, რომ უკრაინა ამ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს! დიდება უკრაინას ! დიდება გმირებს!“- განაცხადა FirstNews.ge- თან საუბარში სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბ -"თაობათა დიალოგის" გენერალურმა მდივანმა ლანა თოთაძემ

 

შგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინას 24 თებერვალს თავს  დაესხა. დღემდე იბომბება სხვადასხვა ქალაქები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვები.

წაკითხვა 388 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 24 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.