ამ გვერდის ამობედვა

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს გაიხსნება

აჭარაში ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად გაიხსნება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

თორნიკე რიჟვაძემ შესაბამის უწყებებს ტურისტული სეზონისთვის მომზადება დაავალა.

 

"საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით უკვე პირველი ივნისიდან იხსნება სახმელეთო საზღვრები, რაც მოგვცემს საშუალებას რეგიონში ტურიზმის სწრაფი აღდგენა მოვახდინოთ. ამიტომ ყველა შესაბამის უწყებას მინდა ვთხოვო, რომ მაქსიმალურად მოხდეს ტურისტული სეზონისთვის მომზადება, იქნება ეს ტურისტული ატრაქციები თუ ზოგადად ქალაქის ინფრასტრუქტურა. ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქალაქის მომზადება იმ მზარდი ნაკადებისთვის, რომელიც ჩვენ აუცილებლად გვექნება მიმდინარე სეზონზე. ასევე მინდა ვთხოვო ტურიზმის დეპარტამენტს და ყველა სხვა უწყებას რომ უკვე ოფიციალურად მოვახდინოთ სეზონის გახსნა 15 ივნისისთვის და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სიფრთხილით, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რათა ეკონომიკასთან ერთად შევინარჩუნოთ სტაბილური ეპიდვითარება",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

წაკითხვა 424 ჯერ