ქუთაისის მერი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022“-ის გამარჯვებულებს შეხვდა
ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2022“-ის გამარჯვებულებს შეხვდა. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი რამდენიმე წელია წარმატებით ხორციელდება ქუთაისის მუნიციპალიტეტში და ქალაქის ბიუჯეტის ფორმირებაში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას განაპირობებს.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტების კონკურსი 3 ეტაპად მიმდინარეობდა და საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგების მიხედვით, გამოვლინდა 4 გამარჯვებული იდეა:
1. საფეხმავლო და ველო ბილიკები - თამაზ ბაბუნაშვილი;
2. საბავშვო მინი- პარკი - ეკატერინე საკანდელიძე;
3. მულტიფუნქციური სველი წერტილები - თამთა გირგვლიანი;
4. საზაფხულო კინოთეატრი - ლევან ბიბილეიშვილი.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მულტიფუნქციური სველი წერტილების პროექტი უკვე მოწონებული იყო ქალაქის საკრებულოს მიერ და ჩასმულია საპილოტე რეგიონების განვითარების პროგრამაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მოქალაქეების და ადგილობრივი თვითმმართველობის ინტერესები თანხვედრილია და კონკრეტულ დოკუმენტებშია ასახული.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანაქალაქელების ჩართულობა ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და ამ კუთხითაა საინტერესო მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროექტი. დღეს შევხვდით კონკურსში „შენი იდეა შენი ქალაქისთვის“ გამარჯვებული 4 იდეის ავტორებს. საინტერესო პროექტებია. მათი განხორციელება 2022 წელს მოხდება და დარწმუნებული ვარ, ოთხივე მათგანი დაიმსახურებს ჩვენი თანაქალაქელების მოწონებას,“ - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
პროექტი „ქუთაისის მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI ) მხარდაჭერით ხორციელდება.
სიახლეები
- "სანქციები რომ დააკისრონ ქვეყანას და ხალხს, ეს მიდგომა არასწორია"- ირაკლი ღარიბაშვილი
- "თურქეთი საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მომხრედ რჩება და როგორც ადრე, ახლაც ისტორიის სწორ მხარეს დგას"
- პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო
- "გავიგე, რომ ნატა ფერაძეს ოჯახთან ერთად მოუწია ქვეყნის დატოვება, რადგან დაჭერას უპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალების ბრალდებით"
- "პრეზიდენტად წოდებულს, ქალბატონს, რომ არ აინტერესებს კონსტიტუცია, ქვეყნის ინტერესები, ცხადი" - ირაკლი ღარიბაშვილი