ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში კოვიდ19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს

ქუთაისში კოვიდ19- ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, საპენსიო ასაკის ადამიანების აქტიურობა შეინიშნება.

ქუთაისის #4 მრავალპროფილურ-შერეულ პოლიკლინიკაში ამ ფაქტს სახელმწიფოს მიერ პენსიონერთა აცრის შემდეგ მიცემული ფულადი წახალისებით ხსნიან.

 

ცოტა ხნის წინ საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინაციის წახალისების გადაწყვეტილება მიიღო, მათ შორის, ფულადი წახალისება პენსიონერი მოქალაქეებისთვის. 200-ლარიან საპენსიო ერთჯერად დანამატს მიიღებს თითოეული პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას პირველ იანვრამდე ჩაიტარებს. დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.

 

პოლიკლინიკაში საპენსიო ასაკის ადამიანები ჯავშნისა და ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე იცრებიან.

წაკითხვა 323 ჯერ