ამ გვერდის ამობედვა

"თავისუფლება უკრაინას" - სოლიდარობის აქცია ქუთაისში

"თავისუფლება უკრაინას" - ქუთაისში აქცია გაიმართა.

სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა გამოუცხადეს. 

მათი თქმით, უკრაინა, ისე როგორც არასდროს, რუსეთისგან მორიგი დიდი ომის მოლოდინშია, ამიტომ უკრაინელი ხალხისთვის ნებისმიერი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 

აქტივისტების განმარტებით, ახლა დუმილი დანაშაულია, ამიტომ ისინი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, მეგობარ ქვეყანას ღია მხარდაჭერა გამოუცხადონ.

 

წაკითხვა 369 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 23 2022